ადამიანის უფლებათა დაცვის და პრევენციის ევროპული მექანიზმები

ევროპის საბჭო

ადამიანის უფლებათა დაცვის უფრო ქმედითი გზების ძიება ევროპის საბჭოს ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, რომელიც მიღწეულ უნდა იქნეს ოთხ ძირითად სფეროში:
ფუნდამენტურ უფლებათა და თავისუფლებათა ეფექტიანი მეთვალყურეობა და დაცვა;

ადამიანის უფლებებისა და ღირსებისათვის ახალ საშიშროებათა გამოვლენა;

ცოდნის გაღრმავება საზოგადოებაში ადამიანის უფლებათა მნიშვნელობის შესახებ;

ადამიანის უფლებათა სფეროში სწავლებისა და პროფესიული მომზადების ხელშეწყობა.

ამ სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანი ხელშეკრულებებია: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, შესწორებული ევროპის სოციალური ქარტია, ევროპული კონვენცია წამებისა და არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის შესახებ და ჩარჩო-კონვენცია ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი

ადამიანის უფლებათა კომისრის ბიურო ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი დამოუკიდებელი ინსტიტუტია, რომელიც უფლებამოსილია ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებათა შესახებ ცოდნის გავრცელებას და მათ დაცვას ევროპის წევრ 47 სახელმწიფოში.

რა უფლებებს ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და მისი დამატებითი ოქმები?

1950 წლის კონვენცია იცავს

სიცოცხლის უფლებას (მე-2 მუხლი);
თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლებას (მე-5 მუხლი);
სისხლის და სამოქალაქო საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას (მე-6 მუხლი);
პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას (მე-8 მუხლი);
აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებას (მე-9 მუხლი);
გამოხატვის თავისუფლებას (მე-10 მუხლი);
შეკრებისა და გაერთიანების თავისულებას (მე-11 მუხლი);
ქორწინების უფლებას (მე-12 მუხლი);
სამართლიანი დაცვის ეფექტიანი დაცვის უფლებას (მე-13 მუხლი);

პირველი დამატებითი ოქმი იცავს :
საკუთრების დაცვის უფლებას ( I მუხლი);
განათლების უფლებას (მე-2 მუხლი);
თავისუფალი არჩევნების უფლებას (მე-3 მუხლი);

მე- 4 დამატებითი ოქმი იცავს :
მიმოსვლის თავისუფლებას (მე-2 მუხლი);

მე-7 დამატებითი ოქმი იცავს :
უცხოელთა გაძევებასთან დკავშირებული პროცედურული გარანტიების უფლებას ( I მუხლი);
სისხლის სამართლის საქმის გასაჩივრების უფლებას (მე-2 მუხლი);
კომპენსაციის უფლებას მცდარი მსჯავრდებისათვის (მე-3 მუხლი);
მეუღლეთა თანასწორობის უფლებას (მე-5 მუხლი);

1950 წლის კონვენცია კრძალავს

წამებას და არადამიანურ თუ დამამცირებელ მოპყრობას და სასჯელს (მე-3 მუხლი);
ადამიანის თვითნებურ და უკანონო დაკავებას (მე-5 მუხლი);
სასჯელს კანონის გარეშე (მე-7 მუხლი);
დისკრიმინაციას კონვენციით გარანტირებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობისას (მე-14
მუხლი);

მე-4 დამატებითი ოქმი კრძალავს
სახელმწიფოს მიერ თავისი მოქალაქეების გამოსახლებას ან მათთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვას (მე-3 მუხლი);
უცხოელთა კოლექტიურ გაძევებას (მე-4 მუხლი);

მე-6 დამატებითი ოქმი კრძალავს
სიკვდილით დასჯას ( I მუხლი);

მე-7 დამატებითი ოქმი კრძალავს
ხელმეორედ გასამართლებას ან დასჯას (მე-4 მუხლი);

მე-12 დამატებითი ოქმი კრძალავს
ზოგად დისკრიმინაციას ( I მუხლი);

მე-13 დამატებითი ოქმი კრძალავს
ნებისმიერ ვითარებაში სიკვდილით დასჯას (I მუხლი);

 

ვის შეუძლია მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და ვის წინააღმდეგ?

ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოსადმი ინდივიდუალური განაცხადით მიმართვა შეუძლია ფიზიკურ პირს, არასამთავრობო ორგანიზაციას, ან ცალკეულ პირთა ჯგუფს იმ სახელმწიფოს ან სახელმწიფოების წინააღმდეგ, რომელთაც აკისრიათ კონვენციის შესრულების ვალდებულება; ასევე, სახელმწიფოთაშორისო განაცხადით ხელშემკვრელ სახელმწიფოს სხვა ნებისმიერი ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან სახელმწიფოების წინააღმდეგ.

რა შემთხვევაში შეიძლება ევროპული სასამართლოსათვის მიმართვა?

თუ თქვენ ხართ ერთ-ერთი მაღალი ხელშემკვრელი მხარის მიერ კონვენციით ან მისი დამატებითი ოქმებით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის მსხვერპლნი; ასევე ყოველ მაღალ ხელშემკვრელ მხრეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სახელმწიფოთაშორისო განაცხადით, მაღალი ხელშემკვრელი სხვა მხარის მიერ კონვენციისა და მისი ოქმების ნებისმიერი სავარაუდო დარღვევის შესახებ. კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმებით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შესახებ შეგიძლიათ მიმართოთ სასამართლოს იმ პერიოდიდან, როდესაც კონკრეტულ სახელმწიფოსთან მიმართებაში ძალაში შევიდა კონვენცია ან მისი დამატებითი ოქმი. ამასთანავე, საჩივარი უნდა ეხებოდეს კონვენციისა და შესაბამისი დამატებითი ოქმის ძალაში შესვლის თარიღის შემდეგ მომხდარ მოვლენებს.

რა პირობების დაცვა არის აუცილებელი ევროპულ სასამართლოში განაცხადის შეტანამდე?

დარღვევის ჩამდენ სახელმწიფოში თქვენ გამოყენებული უნდა გქონდეთ ყველა სამართლებრივი ზომა, რომლითაც შესაძლებელია თქვენს განაცხადში მითითებული სიტუაციის გამოსწორება.ეს ნიშნავს ყველა შიდა სამართლებრივი ინსტანციების ამოწურვას.

რა ვადაში შეიძლება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი მიმართვა?

ქვეყნის შიდა ინსტანციის საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანიდან 6 თვის ვადაში.

შეიძლება თუ არა უკანონო პატიმრობის გასაჩივრება?

შეიძლება. განმცხადებელს, დაპატიმრების შესახებ საბოლოო ბრძანების გამოტანიდან ექვსი თვის ვადაში უფლება აქვს, მიმართოს ევროპულ სასამართლოს.

About these ads
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s