1 ივნისი – ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, დააწესა 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ. 1950 წლიდან აღინიშნება ყოველწლიურად 1 ივნისი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

ამ დღეს აღნიშნავენ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის არც საქართველოა გამონაკლისი, სადაც , რეგიონებში ეწყობა სხვადასხვა ღონისძიებები ამ დღის აღსანიშნავად.

Posted in Uncategorized | 1 კომენტარი

წყალი- სასმელად ვარგისია თუ არა?

ჩემი წინა სტატია ეხებოდა წყლის აუცილებლობას ბუნებაში,,, რატომ მაინცდამაინც წყალი? ” , ამჯერად კი ჩემი შემდეგი სტატია მინდა მივუძღვნა ისევდაისევ წყალს, მაგრამ ამჯერად შევეხები უფრო პრობლემატურ თემას, დაბინძურებულ წყალს მსოფლიოში, რომელიც ძალიან საშიშია სიცოცხლისათვის.

ბევრ ქვეყანაში მწვავედ დგას სასმელი წყლის ნაკლებობის პრობლემა. პარადოქსია, მაგრამ ეს პრობლემა წყლით მდიდარ საქართველოშიც საკმაოდ აქტუალურია. ეს იმით აიხსნება, რომ წყლის დეფიციტს განსაზღვრავს არა მხოლოდ ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა და ლანდშაფტი, არამედ მისი ეკონომიკური განვითარების და ცხოვრების დონეც.ამ მიზეზების გამო დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით ერთი მესამედი სასმელად ვარგისი წყლის მწვავე დეფიციტს განიცდის და იძულებულია ეს დეფიციტი არასასმელი წყლით შეავსოს.სასმელად უვარგის წყალს ბევრი დაავადების გამოწვევა შეუძლია და ამ დაავადებებით გარდაცვლილთა რიცხვი მსოფლიოში ყოველწლიურად 5 მილიონს აჭარბებს.

საინტერესოა,როგორ გავარკვიოთ, წყალი სასმელად ვარგისია თუ არა?

შესაძლოა წყალი გარეგნულად საკმაოდ სუფთად გამოიყურებოდეს: არ ჰქონდეს არასასიამოვნო სუნი ან გემო, მაგრამ რეალურად დაბინძურებული იყოს და გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადება.

წყლის სისუფთავეს და სასმელად ვარგისიანობას ადგენენ სპეციალური ლაბორატორიული ანალიზების საშუალებით. სასმელი წყლის ანალიზი უნდა კეთდებოდეს რეგულარულად, შესაბამისი წესის მიხედვით. ეს სახელმწიფო სანიტარული ინსპექციის მოვალეობაა. საქართველოს უმრავლეს რეგიონებში სასმელი წყლის კონტროლი ამჟამად, სამწუხაროდ, არ ხდება შესაბამისი სამსახურების დაფინანსების სიმცირის გამო. ამას ემატება ისიც, რომ ბევრგან მოშლილია ცენტრალური წყალმომარაგების სისტემა და მოსახლეობა სასმელად იყენებს თვითნაკეთი ზედაპირული და არტეზიული ჭების, წყაროს, მდინარის და სხვა წყალსატევების წყალს.

        რით შეიძლება დაბინძურდეს სასმელი წყალი?

სასმელი წყლის დაბინძურებას უხშირესად თვითონ ადამიანები და მათი ნამოქმედარი (მრეწველობა, მიწათმოქმედება, ომები და სხვა) იწვევს. ამის მიზეზი შეიძლება წყალში ცხოველების გამონაყოფების ან მიწის ქანებში არსებული მომწამლავი არაორგანული ნივთიერებების მოხვედრაც გახდეს.

წყლის ქიმიური დაბინძურებით გამოწვეული მოწამვლა:

  • ქიმიკატებით წყლის მოწამვლა ძირითადად ქიმიური ინდუსტრიის შედეგია: პესტიციდების, ქიმიური ქარხნების, ნავთობპროდუქტების გადამუშავების და ნედლეულის მომპოვებელი მაღაროების ნარჩენების სასმელ წყალში გაჟონვა და სხვა.
  •  ნიტრატები, რომლებსაც სასუქები შეიცავს, ადამიანთა სასოფლო-სამეურნეო აქტივობის ერთერთი ტოქსიკური კომპონენტია, რომელიც ორგანიზმში საკვები პროდუქტების გარდა, შესაძლოა, სასმელი წყლითაც მოხვდეს. ნიტრატები ორგანიზმში დასაშვებზე მაღალი დოზით მოხვედრისას უერთდება სისხლის წითელ ბურთულებს- ერითროციტებს და ამით აქვეითებს სისხლს მიერ ჟანგბადის ათვისების უნარს. ამან შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ჰიპოქსია, ანუ ჟანგბადის უკმარისობა. რაც განსაკუთრებით საშიშია ჩვილი ბავშვებისათვის.
  •  მიწის ბუნებრივ ქანებში არსებული სხვადასხვა არაორგანული ნივთიერება, შესაძლოა, დიდი რაოდენობით გაიხსნას სასმელ წყალში. წყლის ასეთი დაბინძურების ერთ-ერთი ყველაზე საგანგაშო და სიცოცხლისათვის საშიშ ფაქტორად დარიშხანი ითვლება. მძიმე მოწამვლებს ასევე იწვევს წყალში ფტორისა და ვერცხლისწყლის შენაერთების მაღალი შემცველობა.

    ქიმიკატებით დაბინძურებული წყალი მწვავე დაავადებას, როგორც წესი, არ იწვევს, მაგრამ მიზეზი ხდება სხვადასხვა ხარისხის ქრონიკული მოწამვლებისა და ამასთანავე მოსახლეობის დიდ არეალს მოიცავს.

    სასმელი წყლით გამოწვეულ დაავადებათა შორის სიხშირითაც და სიმძიმითაც პირველ ადგილზე ინფექციური დაავადებებია. სასმელი წყლის ინფიცირება ძირითადად ადამიანთა და ცხოველთა განავლოვანი მასებით დაბინძურების შედეგია. ადამიანებისა და ცხოველების განავლოვანი მასებით გამოწვეული ინფექციური დაავადებები საკმაოდ ბევრია და მრავალფეროვანი. შესაბამისად, მრავალფეროვანია დაავადების კლინიკური სურათიც, მაგრამ, უმრავლეს შემთხვევაში, დაავადება ნაწლავური ინფექციის ნიშნებით ვლინდება.

    სასმელი წყლის საშუალებით ადამიანი შეიძლება დაავადდეს ასამდე სხვადასხვა მიკროორგანიზმით – ვირუსებით, ბაქტერიებით, უმარტივესებით, ჰელმინთებით (ჭიებით) და სხვა.

    სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენი სამოქალაქო კლუბის წევრებმა გადავწყვიტეთ შეგვემოწმებინა სასმელი წყალი,რომელსაც მივიტანთ ლაბორატორიაში და ანალიზის საშუალებით გავიგებთ თუ რას შეიცავს ჩვენი სასმელი წყალი. შედეგებს ძალიან მალე იხილავთ ჩვენს შემდგომ სტატიაში.

     

    წყარო: google.ge

Posted in Uncategorized | დატოვე კომენტარი

რატომ მაინცდამაინც წყალი?

ყოველ დღე, ძალიან დიდი რაოდენობით ვიღებთ წყალს. რომელიც ადამიანის ორგანიზმისათვის აუცილებელი კომპონენტია, მის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია.ადამიანის ორგანიზმის 70-80%-მდე წლისგან შედგება. ის მთელი საციცოცხლო პროცესების, ცალკეული ორგანოებისა და სისტემების ფუნქციონირებისთვის – მიკროელემენტების და ჟანგბადის სატრანსპორტოსაშუალებაა.

დედამიწაზე წყლის სავარაუდო რაოდენობაა 1400 მილიარდი მ³. გვხვდება მსოფლიო ოკეანეში (96%), გარდა ამისა მიწისქვეშა წყლების, მყინვარების, ტბების, ნიადაგის ტენის და მდინარეების სახით, ასევე ატმოსფეროში და როგორც წვიმის წყალი. ბუნებრივ პირობებში წყალში სხვადასხვა რაოდენობით ყოველთვის გახსნილია მარილები, აირები და ორგანული ნივთიერებები.
დედამიწის გარდა წყლის არსებობა დადასტურებულია რამდენიმე სხვა ციურ სხეულზე (ევროპა, ევკლიდე).

ბუნებში განუწყვეტლივ მიმდინარეობს წყლის წრებრუნვა.მსოფლიო ოკეანიდან წყლის ნაწილი ორთქლდება და ნალექების სახით ისევ მიწას უბრუნდება.წრებრუნვისას წყლის საერთო რაოდენობა დედამიწაზე მუდმივი რჩება.

საინტერესოა თუ რას შეიცავს წყალი და რატომ არის ის ასეთი მნიშვნელოვანი ცოცხალი ორგანიზმისათვის?

  • მას ორგანიზმში ყველა საჭირო ნივთიერება შეაქვს, ხოლო ზედმეტი გამოაქვს.
  • წყლის გარეშე არ არსებობს სიცოცხლე
  • წყალი ენერგიის მთავარი წყაროა
  • წყალი უჯრედში გენერირებას უკეთებს ელექტრულ და მაგნიტურ ენერგიებს – უჯრედს აძლევს სასიცოცხლო ენერგიას
  • წყალი არის უჯრედის სტრუქტურის არქიტექტურული პროექტის შემაერთებელი მასალა
  • იცავს დნმ-ს (დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა) დაზიანებისგან და ამაღლებს აღდგენითი მექანიზმების ეფექტურობას – ამცირებს ანომალიების რიცხვს დნმ-ში
  • საგრძნობლად ამაღლებს იმუნური მექანიზმების ეფექტურობას ზურგის ტვინში, სადაც ფორმირდება იმუნური სისტემა (მისი მექანიზმები), კიბოს საწინააღმდეგო ეფექტური მოქმედების ჩათვლით
  • ამაღლებს ორგანიზმის უნარს შეითვისოს სასიცოცხლო მნიშვნელობის ნივთიერებები, რომელსაც საკვები შეიცავს
  • უზრუნველყოფს ორგანიზმში ყველა ნივთიერების ტრანსპორტირებას
  • ამაღლებს ერითროციტების უნარს დააგროვონ ჟანგბადი ფილტვებში
  • ფილტვის უჯრედში შეღწეული წყალი ამარაგებს მას ჟანგბადით და გამოაქვს უჯრედიდან ნარჩენი გაზები, რათა გამოიდევნოს ისინი ორგანიზმიდან
  • გამოაქვს სხვადასხვა ორგანოებიდან  ტოქსიური ნარჩენები და მიაქვს ისინი ღვიძლში, თირკმლებში, რადგან ისინი საბოლოოდ გამოიდევნონ
  • ძირითადი საშენი მასალაა სახსრებისთვის, ხელს უშლის ართრიტების განვითარებას
  • ხერხემლის დისკოებში ქმნის «საამორტიზატორო წყლის ბალიშებს»
  •  იცავს გულისა და თავის ტვინის არტერიებს თრომბოზისგან
  • მცირებს გულის შეტევისა და ინსულტის განვითარების რისკებს
  • თერმორეგულაციის საუკეთესო საშუალებაა (იცავს ორგანიზმს გადახურებისგან – ოფლის გამოყოფა)
  • გვაძლევს ძალას და ელექტრულ ენერგიას თავის ტვინის ფუნქციების განხორციელებაში, განსაკუთრებით კი აზროვნების პროცესში

შეიძლება გაგვიჩნდეს კითხვა : რატომ მაინცდამაინც წყალი და არა სხვა სითხე?

თეორია, იმის შესახებ რომ სხეულის მოთხოვნილება წყლის გარდა რაიმე სხვა საშუალებით დავიკმაყოფილოთ, არ არის სწორი. ხელოვნური სასმელები ადამიანის ორგანიზმში სრულიად სხვანაირად მოქმედებენ, ვიდრე წყალი.

ჩვენ ვიცით თუ რაოდენ მნიშვნელოვანია წყალი ორგანიზმისათვის, მაგრამ, ასევე უნდა ვიყოთ იმაში დარწმუნებულები რომ ვსვამთ სუფთა წყალს, ყოველივე ზედმეტი მინარევების გარეშე, რაც შეიძლება დაბინძურებამ გამოიწვიოს. სუფთა წყალი, ანუ წყალი რომელიც არანაირ გახსნილ ნივთიერებას არ შეიცავს, დუღს 100˚C-ზე და იყინება 0˚C-ზე. თუ წყალი რაიმე გახსნილ ნივთიერებას შეიცავს, მისი დუღილის ტემპერატურე უფრო მაღალია, ხოლო გაყინვის ტემპერატურა უფრო დაბალია. სუფთა წყალი გამჭვირვალე, უსუნო სითხეა, სქელ ფენებში მოცისფეროა.

 

წყარო: google.ge

Posted in Uncategorized | დატოვე კომენტარი

კამბოჯაში მამამ საკუთარი შვილი ხეზე ჯაჭვით მიაბა, რადგან ბავშვი სკოლის მაგივრად ვიდეო თამაშების სათამაშოდ წავიდა.

კამბოჯაში, 40 წლის სოკ თოეუნმა, მის შვილს წაასწრო ინტერნეტ-კაფეში როდესაც მამას საკუთარი შვილი სკოლაში ეგულებოდა.

ბატონი ტოეუნი იმდენად აღშფოთებული იყო რომ გადაწყვიტა ,,შვილისათვის ჭკუა ესწავლებინა”, მან შვილი დაამცირა და სახალხოდ, კისერზე სქელი ჯაჭვით მიაბა ხის ბოძზე.

ბატონი ტოეუნის სასჯელი მსგავსია უძველესი აქციებისა, როდესაც ხდებოდა მსხვერპლის შებოჭვა საჯარო ადგილას და ხდებოდა ხალხის მიერ დაცინვა მსხვერპლის მიმართ.

მაგრამ, 13 წლის მოზარდის გასაცდები დასრულდა ორი საათის შემდეგ, როდესაც მეზობლებმა პოლიციას შეატყობინეს ამ ფაქტის შესახებ.

ბატონი ტოეუნი, რომელმაც აგრეთვე ცემა მისი ვაჟი, უნდა გაასამართლონ მის ვაჟზე ძალადობის ბრალდებით.

 

Posted in Uncategorized | 2 Comments

გამწვანების აქცია ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე

22 აპრილს, ასოციაცია „ათინათმა” და ზუგდიდის #3 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ ,,ავატარი”-ს წევრებმა გავმართეთ აქცია “დარგე ერთი ხე”.

დედამიწის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ზუგდიდის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოს ტერიტორიაზე დაირგო 150 კანადური ფიჭვის „პინუს- პინგას” ნერგი. აქციაში სულ 250–მდე ადამინამა მიიღო მონაწილეობა.

აქციას შეუერთდნენ: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ზუგდიდის საჯარო სკოლების მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები, ტელეკომპანია „ოდიში”, რადიო „ათინათი”, ზუგდიდის რესურსცენტრის წარმომადგენლები, ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოს თანამშრომლები.

აქცია გაიმართა „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება PH international-ის მხარდაჭერით და USAID დაფინანსებით.

Posted in Uncategorized | დატოვე კომენტარი

ისტორია ,,ადამიანის უფლებები”-ს შესახებ

ისტორია ,,ადამიანის უფლებები”-ს შესახებ

Posted in Uncategorized | დატოვე კომენტარი

ადამიანის უფლებათა დაცვის და პრევენციის ევროპული მექანიზმები

ევროპის საბჭო

ადამიანის უფლებათა დაცვის უფრო ქმედითი გზების ძიება ევროპის საბჭოს ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, რომელიც მიღწეულ უნდა იქნეს ოთხ ძირითად სფეროში:
ფუნდამენტურ უფლებათა და თავისუფლებათა ეფექტიანი მეთვალყურეობა და დაცვა;

ადამიანის უფლებებისა და ღირსებისათვის ახალ საშიშროებათა გამოვლენა;

ცოდნის გაღრმავება საზოგადოებაში ადამიანის უფლებათა მნიშვნელობის შესახებ;

ადამიანის უფლებათა სფეროში სწავლებისა და პროფესიული მომზადების ხელშეწყობა.

ამ სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანი ხელშეკრულებებია: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, შესწორებული ევროპის სოციალური ქარტია, ევროპული კონვენცია წამებისა და არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის შესახებ და ჩარჩო-კონვენცია ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი

ადამიანის უფლებათა კომისრის ბიურო ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი დამოუკიდებელი ინსტიტუტია, რომელიც უფლებამოსილია ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებათა შესახებ ცოდნის გავრცელებას და მათ დაცვას ევროპის წევრ 47 სახელმწიფოში.

რა უფლებებს ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და მისი დამატებითი ოქმები?

1950 წლის კონვენცია იცავს

სიცოცხლის უფლებას (მე-2 მუხლი);
თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლებას (მე-5 მუხლი);
სისხლის და სამოქალაქო საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას (მე-6 მუხლი);
პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას (მე-8 მუხლი);
აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებას (მე-9 მუხლი);
გამოხატვის თავისუფლებას (მე-10 მუხლი);
შეკრებისა და გაერთიანების თავისულებას (მე-11 მუხლი);
ქორწინების უფლებას (მე-12 მუხლი);
სამართლიანი დაცვის ეფექტიანი დაცვის უფლებას (მე-13 მუხლი);

პირველი დამატებითი ოქმი იცავს :
საკუთრების დაცვის უფლებას ( I მუხლი);
განათლების უფლებას (მე-2 მუხლი);
თავისუფალი არჩევნების უფლებას (მე-3 მუხლი);

მე- 4 დამატებითი ოქმი იცავს :
მიმოსვლის თავისუფლებას (მე-2 მუხლი);

მე-7 დამატებითი ოქმი იცავს :
უცხოელთა გაძევებასთან დკავშირებული პროცედურული გარანტიების უფლებას ( I მუხლი);
სისხლის სამართლის საქმის გასაჩივრების უფლებას (მე-2 მუხლი);
კომპენსაციის უფლებას მცდარი მსჯავრდებისათვის (მე-3 მუხლი);
მეუღლეთა თანასწორობის უფლებას (მე-5 მუხლი);

1950 წლის კონვენცია კრძალავს

წამებას და არადამიანურ თუ დამამცირებელ მოპყრობას და სასჯელს (მე-3 მუხლი);
ადამიანის თვითნებურ და უკანონო დაკავებას (მე-5 მუხლი);
სასჯელს კანონის გარეშე (მე-7 მუხლი);
დისკრიმინაციას კონვენციით გარანტირებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობისას (მე-14
მუხლი);

მე-4 დამატებითი ოქმი კრძალავს
სახელმწიფოს მიერ თავისი მოქალაქეების გამოსახლებას ან მათთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვას (მე-3 მუხლი);
უცხოელთა კოლექტიურ გაძევებას (მე-4 მუხლი);

მე-6 დამატებითი ოქმი კრძალავს
სიკვდილით დასჯას ( I მუხლი);

მე-7 დამატებითი ოქმი კრძალავს
ხელმეორედ გასამართლებას ან დასჯას (მე-4 მუხლი);

მე-12 დამატებითი ოქმი კრძალავს
ზოგად დისკრიმინაციას ( I მუხლი);

მე-13 დამატებითი ოქმი კრძალავს
ნებისმიერ ვითარებაში სიკვდილით დასჯას (I მუხლი);

 

ვის შეუძლია მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და ვის წინააღმდეგ?

ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოსადმი ინდივიდუალური განაცხადით მიმართვა შეუძლია ფიზიკურ პირს, არასამთავრობო ორგანიზაციას, ან ცალკეულ პირთა ჯგუფს იმ სახელმწიფოს ან სახელმწიფოების წინააღმდეგ, რომელთაც აკისრიათ კონვენციის შესრულების ვალდებულება; ასევე, სახელმწიფოთაშორისო განაცხადით ხელშემკვრელ სახელმწიფოს სხვა ნებისმიერი ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან სახელმწიფოების წინააღმდეგ.

რა შემთხვევაში შეიძლება ევროპული სასამართლოსათვის მიმართვა?

თუ თქვენ ხართ ერთ-ერთი მაღალი ხელშემკვრელი მხარის მიერ კონვენციით ან მისი დამატებითი ოქმებით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის მსხვერპლნი; ასევე ყოველ მაღალ ხელშემკვრელ მხრეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სახელმწიფოთაშორისო განაცხადით, მაღალი ხელშემკვრელი სხვა მხარის მიერ კონვენციისა და მისი ოქმების ნებისმიერი სავარაუდო დარღვევის შესახებ. კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმებით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შესახებ შეგიძლიათ მიმართოთ სასამართლოს იმ პერიოდიდან, როდესაც კონკრეტულ სახელმწიფოსთან მიმართებაში ძალაში შევიდა კონვენცია ან მისი დამატებითი ოქმი. ამასთანავე, საჩივარი უნდა ეხებოდეს კონვენციისა და შესაბამისი დამატებითი ოქმის ძალაში შესვლის თარიღის შემდეგ მომხდარ მოვლენებს.

რა პირობების დაცვა არის აუცილებელი ევროპულ სასამართლოში განაცხადის შეტანამდე?

დარღვევის ჩამდენ სახელმწიფოში თქვენ გამოყენებული უნდა გქონდეთ ყველა სამართლებრივი ზომა, რომლითაც შესაძლებელია თქვენს განაცხადში მითითებული სიტუაციის გამოსწორება.ეს ნიშნავს ყველა შიდა სამართლებრივი ინსტანციების ამოწურვას.

რა ვადაში შეიძლება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი მიმართვა?

ქვეყნის შიდა ინსტანციის საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანიდან 6 თვის ვადაში.

შეიძლება თუ არა უკანონო პატიმრობის გასაჩივრება?

შეიძლება. განმცხადებელს, დაპატიმრების შესახებ საბოლოო ბრძანების გამოტანიდან ექვსი თვის ვადაში უფლება აქვს, მიმართოს ევროპულ სასამართლოს.

Posted in Uncategorized | დატოვე კომენტარი

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა ორგანოები და მონიტორინგის მექანიზმები

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატი

ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მიზანია ადამიანის უფლებათა დაცვა და ხელშეწყობა მთელს მსოფლიოში. მისი სათაო ოფისი განთავსებულია ჟენევაში და წარმოდგენილია 40-ზე მეტ ქვეყანაში. ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი მუშაობს საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ნორმების განსამტკიცებლად, უწყობს ხელს ადამიანის უფლებათა შესახებ შესაბამისი შეთანხმებების რატიფიკაციას და კანონის უზენაესობის განმტკიცებას.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლობა საქართველოში გაერთიანებულია საქართველოს გაეროს სააგენტოთა ჯგუფში და ეხმარება მთავრობას/სამოქალაქო საზოგადოებას ინსტიტუციონალურ გაძლიერებაში ადამიანის უფლებების დაცვისა და უშუალო განხორციელების მიზნით. ამის გარდა გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისის მიზანია მოახდინოს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის დანერგვა გაეროს სააგენტოების საქმიანობაში.

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო

ადამიანის უფლებათა საბჭო წარმოადგენს გაეროს მთავრობათაშორის ორგანოს, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა საკითხებზე. საბჭო განლაგებულია ჟენევაში და შედგება 47 წევრი სახელმწიფოსაგან. მისი მანდატი, სხვა ფუნქციებთან ერთად, ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა დარღვევებზე მუშაობას და რეკომენდაციების შემუშავებას. საბჭოს მოვალეობაში შედის ადამიანის უფლებების სფეროში გაეროს მუშაობის კოორდინირება. საქართველო დიდ ყურადღებას უთმობს გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს საქმიანობას და განიხილავს მას, როგორც მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის და წახალისების მნიშვნელოვან მექანიზმს.

უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა

უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მექანიზმი შეიქმნა 2006 წლის 15 მარტს. აღნიშნული მექანიზმის მეშვეობით ადამიანის უფლებათა საბჭოს აქვს მანდატი, პერიოდულად მოახდინოს გაერთიანებული ერების ყველა წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ადამიანის უფლებათა მდგომარეობის განხილვა.

უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მიზნებია:
ქვეყნებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესება;
ადამიანის უფლებათა დარგში სახელმწიფოთა მოვალეობების და ნებაყოფლობით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ასევე მიღწეული წარმატებების აღიარება და გამოწვევათა იდენტიფიკაცია;
სახელმწიფოთა შესაძლებლობების გაზრდა და მათთვის ტექნიკური დახმარების გაწევა, რაც თითოეულ სახელმწიფოსთან კონსულტაციით და მათი თანხმობით უნდა განხორციელდეს;
სახელმწიფოთა და დაინტერესებულ მხარეთა შორის საუკეთესო პრაქტიკის და გამოცდილების ურთიერთგაცვლა;
ადამიანის უფლებათა შესახებ ცნობიერების ამაღლების და დაცვის ხელშეწყობა;
ადამიანის უფლებათა საბჭოსთან, ადამიანის უფლებათა სხვა ორგანოებთან და ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან თანამშრომლობის და მათ მუშაობაში ჩართულობის წახალისება.

ამ თვალსაზრისით საქართველოში არსებული მდგომარეობის განხილვა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვაზე დაგეგმილია 2011 წლის დასაწყისში.

 

Posted in Uncategorized | დატოვე კომენტარი

რას ნიშნავს ცნება ,,ადამიანის უფლებები”

ადამიანის უფლებები – კონცეფცია ადამიანების უნივერსალურ უფლებათა, ან სტატუტის შესახებ, მიუხედავად იურისდიქციისა ან სხვა გარემოებებისა, როგორიცაა ეთნიკური წარმოშობა, ეროვნება და სქესი.

ადამინის უფლებათა არსებობა, მართებულობა და შინაარსი დღემდე დებატების საგანია ფილოსოფიასა და პოლიტიკურ მეცნიერებაში. იურიდიულად ადამიანის უფლებები განისაზღვრება საერთაშორისო კანონითა და კონვენციებით, შემდეგ კი მრავალი სახელმწიფოს ადგილობრივი კანონებით. მიუხედავად ამისა, მრავალი ადამიანისთვის ჰუმანურ უფლებათა დოქტრინა კანონის ფარგლებს სცილდება და ქმნის ფუნდამენტურ მორალურ ბაზისს თანამედროვე გეოპოლიტიკური წესრიგის რეგულირებისთვის. მათთვის ეს დემოკრატიულ იდეალებს წარმოადგენს.

Posted in Uncategorized | დატოვე კომენტარი